კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა INFOTRADER-ის ვებ-საიტზე
ჩვენ ვართ ტრეიდერთა გუნდი, რომლებმაც გადავწყვიტეთ ქართულ სეგმენტს გავუზიაროთ, ის გლობალური და საინფორმაციო მასალა, რაც ფინანსურ სექტორში ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბევრ ჩვენს მოქალაქეს არ აქვს წვდომა ძალზედ მნიშვნელოვან წყაროებთან, გამომდინარე იქიდან რომ არ იციან უცხო ენები, ვერ ეცნობიან მაკრო-ეკონომიკურ სიახლეებს.
ამიტომ ჩვენის მხრივ, ტრეიდერები, რომლებიც ვეცნობით ყოველდღიურ რეჟიმში ამ ინფორმაციებს, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სოციალური მედია, კერძოდ მაკრო-საინვესტიციო განხრით. თქვენ აქ ნახავთ უახლეს ინფორმაციებს, რომელიც კი გამოდის და მყისიერ მოგეწოდებათ ქართულ ენაზე. თანაც მხოლოდ ის ინფორმაცია რაც ახდენს ბაზრებზე გავლენას.
დგება ის დრო როდესაც ჩვენი თანამოქალაქენი ხვდებიან, რომ არ გააჩნია ალტერნატივა ფასიანი ქაღალდების, ინვესტიციების, საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის ინდუსტრიას. სინამდვილეში რაზეც დგას მსოფლიო მაკრო ეკონომიკა. ჩვენ კი ჩვენის მხრივ მოხარულნი ვიქნებით განვავითაროთ ეს დარგი ჩვენს ქვეყანაში. ასევე გახსნილები ვართ სხვა ორგანიზაციებთან - კერძო პირებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც კი ამ სფეროში მოღვაწეობენ.