(როიტერი) - Twitter-ის მფლობელმა ელონ მასკმა შაბათს დაწერა Twitter-ზე, რომ უფრო ძვირი გამოწერა სოციალური მედიის პლატფორმაზე იქნება რეკლამის გარეშე.

მილიარდერმა ასევე განაცხადა, რომ Twitter-ის რეკლამები "ძალიან ხშირი და ძალიან დიდია", და რომ უახლოეს კვირებში გადაიდგმება ნაბიჯები ამ საკითხების გადასაჭრელად.

Twitter-მა მაშინვე არ უპასუხა მოცემულ კომენტარს.

Twitter-ი თავისი შემოსავლის თითქმის 90%-ს ციფრული რეკლამების გაყიდვით იღებს, და მასკმა ცოტა ხნის წინ ახსნა რომ "შემოსავლების მნიშვნელოვანი ვარდნა" უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დამსახურებაა ვინც ზეწოლას ახდენს ბრენდებზე, რათა მათ შეაჩერონ Twitter - ზე რეკლამები საკუთარი ინტერესების გამო.

დეკემბრის დასაწყისში მასკმა განაცხადა, რომ ტვიტერის სარეკლამო პოლიტიკა 2023 წლისთვის იქნება, უფრო მაღალი დონის და ამავდროს რეკლამები ბევრად ნაკლებ დროს წაართმევენ მომხარებლებს, თანაც ისე რომ რეკლამის ხარისხი არ დაეცემა.

თუ ამას როგორ შეძლებს მასკი, ჯერ არაფერს ამბობს ამის შესახებ.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1