Meta Platforms (NASDAQ: META ) - ას აქცია იყო ყველაზე მაღალი გახსნის ფასზე ბოლო რვა თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მარკ ცუკენბერგმა აქციონერებს აცნობა რომ აღადგენს მომგებიანი პოლიტიკას კომპანიის სასარგებლოდ.

კომპანიამ განაცხადა, რომ შეიძენს კიდევ 40 მილიარდი დოლარის აქციას და შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს დაახლოებით 7%-ით, რადგან ცუკერბერგმა მიუთითა უფრო მკვეთრი ყურადღება დაეთმოს მომგებაზე ორიანტაციას. მისი თქმით, კომპანია შეამცირებს თავის ზოგიერთ ძვირადღირებულ გარიგებებს ახალ პროექტებზე და ახლებურად შეხედავს საკუთარ ინდუსტრიას, რომლელიც ამ ეტაპზე არასაკმარისია.

ეს სიახლე მისასალმებელი იყო აქციონერებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ კომპანიამ დაკარგა მისი ღირებულების თითქმის სამი მეოთხედი პანდემიის პერიოდის დროს, რადგან კონკურენცია, რეგულირება, ეკონომიკური შენელება და მმართველობის უხერხული ფორმები აზიანებს სოციალური მედიის სფეროს.

კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ძირითადი სარეკლამო ბიზნესი იხვეწებოდა, რადგან მან გამოიყენა მეტი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, რათა დახმარებოდა რეკლამის უფრო ეფექტურად დაგეგმარებაში საკუთარი მომხმარებლებს.შემოსავლებზე ინვესტორების მხრიდან ერთი წელია ზეწოლა მიმდინარეობდა მას შემდეგ, რაც Apple-მა (NASDAQ: AAPL ) დანერგა კონფიდენციალურობის ახალი პარამეტრები თავის მოწყობილობებზე, რამაც შეუძლებელი გახადა Facebook-ისთვის რეკლამების თარგეთირება iPhone-ის მომხმარებლებისთვის.

სარეკლამო ბაზარი კვლავ გამოწვევების წინაშე რჩება სუსტი მაკროეკონომიკური გარემოებების გამო, რაც დასტურდება წმინდა მოგების 55%-იანი ვარდნით 4,65 მილიარდ დოლარამდე და თითო აქციაზე 1,76 დოლარამდე შემოსავლის შესაბამისი ვარდნით, მაგრამ Meta-ს პროგნოზი პირველი კვარტლის შემოსავლის შესახებ შეესაბამებოდა ბაზრის მოლოდინებს თვისობრივ დიაპაზონში. $26-დან $28.5-მდე. მეოთხე კვარტალში შემოსავალი შემცირდა 4%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ 2%-ით გაიზარდა სავალუტო რყევების გათვალისწინებით.

შემოსავლის ზრდა მაშინვე აისახა, როცა კომპანიამ შეძლო დამატაება მომხმარებელთა თარგეთირებული მონაცემთა ბაზის, რომელიც უკვე აშკარად მომწიფებულია სეგმენტში. ყოველდღიურად აქტიური მომხმარებელთა რაოდენობამ შეადგინა 4%-მდე ზრდა რომელიც გაიზარდა და 2 მილიარდს მიაღწია, რაც ცუკერბერგმა მიაწერა წინსვლას მისი Reels ფუნქციით - Facebook-ზე  TikTok-ის მოკლე ვიდეოების ინტეგრაციით.

თუმცა, ანალიტიკოსების ყურადღება მიიპყრო ხარჯებზე მოქმედებამ. მეტამ განაცხადა, რომ მისი 2023 წლის ხარჯები შეადგენს დაახლოებით 92 მილიარდ დოლარს რომელიც იტრიალებს დაახლოებით მოცემულ ფარგლებში, რაც 7%-ით ნაკლებია ადრინდელი მონაცემებთან. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მსგავსი ოდენობით შეამცირებს კაპიტალურ ხარჯებსაც.

 

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1