JPMorgan Chase & Co (NYSE:JPM)- ანალიტიკოსები მათშორის მაროკო კალონოვიჩი ხედავს რისკებს საფონდო ბაზრებისთვის პირველივე კვარტალში, რეცესიის მოლოდინის

პერიოდში, რის გამოც გაამკაცრა საკრედიტო პოლიტიკა ც.ბ. მან დაადასტურა რეკომენდაცია „ბაზრის ქვემოთ დიაპაზონების მოლოდინი“ ასევე ზოგადად გლობალური ტენდეციები აქციებისთვის და კონკრეტულად ევროზონის კომპანიებისთვის. იმავდროულად, Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიო ექსპერტებმა შეინარჩუნეს "უკეთესი აღმავალი პროგნოზი" (რეიტინგი) განვითარებად ბაზრებზე და ჩინეთის აქციებზე. 

”ჩვენ ვინარჩუნებთ სიფრთხილეს სარისკო აქტივებთან მიმართებაში, რადგან რეცესია და გადაჭარბებული გამკაცრების რისკები რჩება კვლავ მაღალი,” -  კლიენტებისთვის მოხსენებაში JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს. სადაც ხაზგასმულია, რომ ბევრი პოზიტიური საიხლე, მათშორის შენელებული ინფლაცია, უკვე ჩადებულია აქციების კოტირებებში. 

კოლანოვიჩი გასულ წელს უოლ სტრიტზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპტიმისტი იყო, მაგრამ დეკემბრის შუა რიცხვებში მან შეიცვალა მოსაზრება. 

ექსპერტს მიაჩნია, რომ ბოლო დღეებში ჩამოყალიბებული პირველ კვარტალში აქცია დაიწყებს დაფუშვას. ”ბაზარი ისე მოქმედებს, თითქოს ჩვენ ვიმყოფებით აღდგენის ციკლის ადრეულ ფაზაში, მაგრამ Fed-ს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია განაკვეთების გამყარება”, - თქვა მან. 

ექსპერტის ძირითადი პროგნოზი შემდეგია, რომ აშშ-ს ეკონომიკა 2023 წლის ბოლოს ჩავარდება რეცესიაში, ინფლაცია თანდათან ნორმალიზებას დაბრუნდება, და ფედერალური რეზერვები დაიწყებს განაკვეთების შემცირებას 2024 წლის დასაწყისში.

კოლანოვიჩმა იწინასწარმეტყველა, რომ S&P 500 შარშან 4800-ით პუნქტით დასრულდებოდა. ეს კი აღმოჩნდა 25%-ით უფრო მაღალი ვიდრე რეალური მისი ღირებულება. თუმცა, გასულ წელს ანალიტიკოსთა უმეტესობის მოლოდინი არ გამართლდა, აღნიშნავს Bloomberg. იმავდროულად, კოლანოვიჩმა მოუწოდა ინვესტორებს იყიდონ ჩინური აქციები ოქტომბერში ბაზრის ვარდნის მომენტში. MSCI ჩინეთის ინდექსი ოქტომბრის დასაწყისიდან 25%-ზე მეტით გაიზარდა. 

JPMorgan-ის ანალიტიკოსი პროგნოზირებს S&P 500-ის ღირებულებას მიმდინარე წლის ბოლოს 4200 პუნქტზე. სამშაბათს გამართული ვაჭრობის შედეგად 3990 პუნქტი იყო, რის შედეგადაც 5,2%-იან ზრდა არის მოსალოდნელი.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1