ბრიუსელი (როიტერი) - ევროკავშირის ენერგეტიკის მინსტრები სამშაბათს დაასრულებენ ახალი კანონპროექტს,
რომელიც 2035 წელს ახალი CO2-ის გამომშვები მანქანების გაყიდვას შეაჩერებს.
კენჭისყრა დაგეგმილზე სამი კვირით გვიან ტარდება, მას შემდეგ რაც გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ ბოლო წუთს დაუჭირა მხარი არ დაუჭირა კანონს იმის გამო რომ ინდუსტრია არ არის ჯერ მზად ასეთი ნაბიჯებისთვის. საამისოთ აუცილებელია რომ შეიქმნას ჯერ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და განტკიცდეს ამის აუცილებლობა კანონით.
ევროკომისიამ შაბათ-კვირას მიწურულს გააფორმა შეთანხმება გერმანიასთან დავის გადასაჭრელად, რომლითაც გარანტიებს სთავაზობს, რომ შიდა წვის ძრავების მქონე მანქანები, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ ელექტრონულ საწვავზე, გათავისუფლდებიან 2035 წლის აკრძალვისაგან.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყნების უმეტესობა სავარაუდოდ მხარს დაუჭერს კანონს სამშაბათს, რაც მის ძალაში შესვლის საშუალებას მისცემს. იტალია და პოლონეთი წინააღმდეგნი არიან, რუმინეთი და ბულგარეთი კი, სავარაუდოდ, თავს შეიკავებენ საერთოდ ხმის მიცემისაგან.
ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ გაყიდული ყველა ახალი ავტომობილი 2035 წლიდან უნდა ჰქონდეს ნახშირორჟანგის ემისიები ნულოვანი მაჩვენებელი და 2030 წლიდან CO2-ის ემისიების 55%-ით შემცირება 2021 წელიანთან შედარებით.
მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი პოლიტიკა 2035 წლიდან შეუძლებელს გახდის შიდა წვის ძრავიანი მანქანების ევროკავშირში გაყიდვას. მაგრამ გერმანიის მიერ მოპოვებული გამონაკლისი პოტენციურ მაშველს როლს ირგებს ტრადიციული მანქანებისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც რომ ელექტრონული საწვავი ჯერ არ არის წარმოებული ფართო მასშტაბით. შესაბამისადინდუსტრია ასეთი ხისტი ნაბიჯდებისთვის ჯერ მზად არ არის.
პორშე და მაზდა ელექტრონული საწვავის მხარდამჭერებს შორის არიან. სხვა ავტომწარმოებლები, მათ შორის Volkswagen (ETR: VOWG_p), Mercedes-Benz და Ford, დებენ ფსონს ჰიბრიდული აღჭურვილი ელექტრო მანქანების წარმოებაზე და მოუწოდებენ ევროკავშირის ქვეყნებს, 2035 წლისთვის ეტაპობრივად არ გამოირიცხონ ჰიბრიდული ამვტომობილები.
ევროკავშირი ასევე აგრძელებს მუშაობას გაზის მოხმარების შემცირებაზე, რომელიც უნდა ჩაანაცვლოს საბოლოოდ ატომურმა ენერგიამ, რომლის თვით მწარმოებელი გახდება თავად ევროპა, ეს კი რუსულ გაზზე სრულ უარს ნიშნავს სამომავლო პერსპექტივაში.