ორშაბათს აშშ-ს აქციების ფიუჩერსები დაეცა, ვინაიდან ტრეიდერები ელიან ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილების გამოქვეყნებას და

უფრო მეტ კორპორატიულ სექტორის მოგებას მოცემულ კვირაში.

დილის 6:55 საათზე გრინვიჩის დროით (1155 GMT) S&P 500 ფიუჩერსები ივაჭრებოდა 41 პუნქტის დიაპაზონში დაახლოებით 1.02%-ით ნაკლები, Nasdaq 100 ფიუჩერსები 166 პუნქტით, 1.36%-ით და Dow-ის ფიუჩერსებით 254 პუნქტით, ანუ 0.75%-ით.

უოლ სტრიტის ინდეგსებმა წინა სესია დაასრულეს პლიუსში. განწყობა გაუმჯობესებულია იქიდან გამომდინარე რომ, ინფლაცია შესაძლოა უკვე პიკზეა, ხოლო აშშ-ს ეკონომიკამ გაუძლო რეცესიის მოლოდნის.

ახლა მთელი ყურადღება გამახვილებულია ფედერალური რეზერვის დაგეგმილ ორდღიანი შეხვედრებზე, რომელიც  სამშაბათს და ოთხშაბათს უნდა გაიმართოს. 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოელის, რომ ცენტრალური ბანკი გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს 25 საბაზისო პუნქტით, მის შეხედულებზე მონეტარული პოლიტიკის მიმართ ყურადღება არის გასამახვილებელი, იმის გათვალისწინებით, რომ უახლესი მონაცემები ასახავს გარკვეულწილად შერეულ სურათს მსოფლიოს უდიდეს მაკრო-ეკონომიკაზე.

ევროპის ცენტრალური ბანკი და ინგლისის ბანკი გამოაქვეყნებენ ახალ გადაწყვეტილებებს საბანკო პლიტიკასთან დაკავშირებით ხუთშაბათს.

ევროპისა და აზიის აქციებმა კი აჩვენეს სუსტი შედეგები ვაჭრობის დაწყების წინ, ვიდრე შეჯამდებოდა ამერიკული აქციების კვარტალური მონაცემები.

ევროპაში სიფრთხილე იმატებს გერმანიის მონაცემეით, რომლებიც აჩვენებს, რომ რეგიონის მეოთხე უმსხვილესი ეკონომიკა კვარტალში მოულოდნელად შემცირდა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წინა კვარტალში 0,5%-იანი ზრდისგან 0,2%-ით შემცირდა, რაც აძლიერებს შიშებს, რომ გერმანია შესაძლოა დიდი ხნის მოსალოდნელ რეცესიაში მოხვდეს. 

წინასწარი მონაცემებით, ესპანეთში ინფლაციაც ივლისის შემდეგ პირველად გაიზარდა. ევროკავშირის მიერ ჰარმონიზებული შიდა სამომხმარებლო ფასები 5,8%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დეკემბრის მონაცემებით 5,5%-დან, რაც ბევრად აღემატება ეკონომისტების შეფასებით 4,7%-ს.

იმავდროულად, ჩინეთის აქციები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ბაზრები ერთკვირიანი არდადეგების შემდეგ გაიხსნა. ტრეიდერები იმედებს მყარებენ იმაზე, რომ ეკონომიკამ მიიღო მხარდაჭერა საახალწლო  დღესასწაულისათვის მთვარის კალენდრის მიხედვით სამი წლის განმავლობაში, ასევე COVID-19-ის გამო შეზღუდვების გაუქმების ფონზე რომ შიდა ტურისტული და მოხმარების სექტორი მკვეთრად გაიზარდა გასულ კვირას.

მაგრამ უფრო ფართოდ აზიის ბაზრებმა უკან დაიხიეს ჰონგ კონგის ტექნოლოგიური აქციების გამო, მათ შორის Alibaba Group (HK: 9988) და Tencent Holdings (HK: 0700). ამ კვირაში დაგეგმილია აშშ-ს ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავლების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება და ტრეიდერები ეძებენ რაიმე მინიშნებს ინდუსტრიის მდგომარეობის დასადგენად.

ძირითადი მსხვილი მოთამაშეები ტექნოლოგიის ინდუსტრიაში ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი მონაცემები Amazon.com Inc (NASDAQ: AMZN), Apple Inc (NASDAQ: AAPL), Alphabet Inc (NASDAQ: GOOGL) და Facebook-ის მფლობელი Meta Platforms Inc (NASDAQ: META).

 

 

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1