მოცემულ წელს რეცესიის საფრთხეები დღითიდღე იმატებს, მაგრამ ეკონომიური მოცულობა აშშ-ში იზრდება მოთხოვნის მატების და მუშა ხელის დაქირავების ხარჯზე.

თუმცა, ვარაუდობენ რომ გუშინდელი სუსტი გაყიდვები რომელიც ნოემბერში დაფიქსირდა, სამომხმარებლო სექტორი შესაძლოა აღმოჩნდეს ეკონომიური დარტყმის ქვეშ. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ შრომის ბაზარი ერთადერთი დარჩება მხსვილ ეკონომიკურ ფარად, რაც არ მისცემს მოცემულ ეკონომიკურ ტენდეციებს გადავარდეს ზღვარს მიღმა.

თუ კი ეს ასე არა, მაშინ საკითხავია, შეუძლია თუ არა მჭიდრო შრომის ბაზარს რეცესიის თავიდან აცილება, რომელსაც განსაზღვრავს NBER-ი. აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებში ეკონომიკური აქტივობა ნელდება და, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში კიდევ უფრო შენელდება, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ფედერალური სარეზერვო საპროცენტო განაკვეთის ზრდის შედეგები, რომელიც გრძელდება, ჯერ არ მოუხდენია სრული გავლენა ეკონომიკურ აქტივობაზე. შემცირება, სავარაუდოდ, იქნება ეტაპობრივი, თუკი რეცესია უკვე ახლოს არის ან დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მოცემულ მომენტში შანსები იმისა, რომ ეკონომიკა განწირულია ღრმა რეცესიისთვის, ნაკლებად სავარაუდოდ ჩანს. 

საცალო ხარჯები გასულ თვეში 0,6%-ით შემცირდა, რაც წელს ყველაზე ღრმა თვის ვარდნა იყო. ენდრიუ ჰანტერი, მთავარი ეკონომისტი Capital Economics ფონდის, აღნიშნა თავის კვლევებში: 

თუ გავითვალისწინებთ სუსტ გლოიბალურ ზრდას დოლარის, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს მაღალი საპროცენტო განაკვეთის შემოღებას, ჩვენ ვეჭვობთ, რომ ეს სისუსტე ინდუსტრიულ სექტორში არის ნიშანი მომავალი გაუარესებული მოვლენების.

თვიური მონაცემების დამუშავებით, რომელიც კარგად გამოისახება საშუალო მცოცავის მეშვეობით, გვაძლევს დიდ სიგნალს. აქედან გამომდინარე სხვადასხვა განახარჯები ჯერჯერობით გამოიყურება ჯერ კიდევ მყარად, 6,5% წინა წლის დონესთან შედარებით. მაგრამ მაღალი ინფლაციის დროს, დაუზუსტებელი წლიური ზრდამ შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს.

რეალური საცალო გაყიდვები უფრო სავალალო სურათს ქმნის: ინფლაციაზე მორგებული ხარჯები წინა წელთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა, რაც პირველი უარყოფითი შედეგი იყო ივნისის შემდეგ (წითელ წრეებში მოცემულ ქვემო გრაფიკში).

თუ სამომხმარებლო ხარჯები, აშშ-ს ეკონომიკურ აქტივობის საყრდენს, პრობლემები შეექმნა, შეძლებს თუ არა მოცემული ტენდეციით ხელფასებმა განაპირობოს ეკონომიკის ზრდა? გაურკვეველია, მაგრამ იმაში მაინც არის დადებითი სურათი რომ, შრომის ბგაზარი არის დაჭიმული ლარივით და მოთხოვნა არ კლებულობს. 

შრომის ბაზრის ზრდა ნელდება, თუმცა ნოემბრის 263 000 ადამიანით დასაქმების ზრდა კვლავ სოლიდურ მოგებად ითვლება.

მოგვცემს თუ არა ხელფასების და სამომხმარებლო ხარჯების მონაცემების შემდეგი რაუნდი სხვაგვარად ფიქრის დამაჯერებელ მიზეზებს?

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1