(როიტერი) - უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც იბრძვიან რუსეთის შესაჩერებლად ქალაქ ბახმუტში, ითხოვდნენ მეტი იარაღის მიწოდებას მსოფლიო თანამეგობრობისგანა,

როდესაც დასავლეთის მაღალი რანგის ლიდერები პარასკევს მიუნხენში შეიკრიბნენ, რათა შეაფასონ ერთწლიანი ომი, რომელიც არყევს ევროპას. .

„მოგვეცით მეტი სამხედრო ტექნიკა, მეტი იარაღი და ჩვენ გავუმკლავდებით რუს ოკუპანტებს, ჩვენ მათ გავანადგურებთ“, - განაცხადა დიმიტრიმ, ჯარისკაცმა, რომელიც ბახმუტთან ახლოს დგას თოვლში, ასე გამოხემაურა პრეზიდენტის მოწოდებას მიუნხენის კონფერენციაზე.

უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჯარები აძლიერებენ შეტევას აღმოსავლეთში.

უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევას გეგმავს, რისთვისაც დასავლელი მოკავშირეებისგან მეტი, მძიმე და შორი დისტანციის იარაღი სჭირდებათ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ეს არის ყველაზე საშინელი კონფლიქტი რომელსაც მოჰყვა ათიათასობით ადამიანის სიკვდილს, მილიონობით ადამიანი გახდა ლტოლვილი, ამასთან მოჰყვა გლობალური ეკონომიკის კოლაფსი და პუტინის დასავლეთში განდეგილად გადაქცევა.

უკრაინის 80-ე საჰაერო თავდაცვის ბრიგადის სპიკერმა ტარას ძიობამ განაცხადა, რომ რუსებმა მაღალი ფასი გადაიხადეს ქალაქში თავდასხმების სერიისთვის.

«არის ადგილები, სადაც ოკუპანტების ცხედრები უბრალოდ ერთად  ყრიან. რუსები უბრალოდ არ ახდენენ საკუთარი დაჭრიელების და გარდაცვლილების ევაკუაციას,» - განაცხადა ძიობამ.

ბახმუტის აღება რუსეთს მისცემდა პლაცდარმს, წინ წასულიყო დასავლეთით მდებარე ორ დიდ ქალაქში, კრამატორსკსა და სლავიანსკში. მაგრამ უკრაინა და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ეს იქნება არაფრის მომცემი გამარჯვება, თუ გავითვალისწინებთ დახარჯულ დროსა და მსხვერპლს რუსების მხრიდან.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის დროს უკრაინაში რუსულმა დაქირავებულმა კომპანია ჩ.ვ.კ.ა ვაგნერმა დაკარგა 30000-ზე მეტი ადამიანი, მათგან დაახლოებით 9000 დაიღუპა მოქმედების დროს.

უკრაინული მხარე, წარმატებით ანხორციელებს რუსული სამხედროების შეკავებას და აგრძელებს მათ განადგურებას.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1