(როიტერი) - აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინაში შეჭრის შედეგად მიყენებული ზიანი,

მაგრამ არსებობდა "მნიშვნელოვანი იურიდიული ბარიერები" რომელიც გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისთვის არის საჭირო.

იელენმა, კიევში მოულოდნელი მოგზაურობის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს უკრაინის მოწოდებებს სანქციების დაწესებას რუსეთის ატომურ ენერგეტიკულ სექტორზე, მაგრამ უნდა გავიაზროთ ისიც თუ ასეთ ქმედებებს შესაძლოა გარკვეული შედეგები მოჰყვეს დასავლელი მოკავშირეებისთვის.

იელენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მსჯელობენ სხვადასხვა სტრატეგიებზე, რათა უზრუნველყონ ის რომ რუსეთმა გადაიხადოს ომის შედეგად გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებელი სახსრები, რომელიც უკვე მეორე წელია რაც გრძელდება, აქ ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებზეა საუბარი.

 

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1