(როიტერი) - წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უმაღლესმა დემოკრატმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება რესპუბლიკური
პარტიის კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს უფლებას აკრძალოს ჩინური სოციალური მედიის აპლიკაცია TikTok და სხვა აპლიკაციები.
სამშაბათს კომიტეტმა დაიწყო განხილვა კანონპროექტის რომელიც რესპუბლიკური თავმჯდომარის მაიკლ მაკკოლის მიერ არის ინიცირებული, რათა ადმინისტრაციას მიეცეს ახალი უფლებამოსილება იმისათვის რომ აკრძალოს ByteDance-ის კუთვნილი აპლიკაცია, რომელსაც იყენებს 100 მილიონზე მეტი ამერიკელი. კომიტეტმა ღონისძიების კენჭისყრა ოთხშაბათამდე გადადო.
«ბევრ ამერიკელს არ ესმის, რომ [ჩინეთის] ერთ-ერთი უდიდესი სათვალთვალო მცდელობა იყო ყველა ადამიანის პერსონალური მონაცემების ფარულად შეგროვება, რომელიც თვითოეულს საკუთარ ჯიბეში უდევს», - განაცხადა მაკკოლმა, რომელმაც TikTok-ი იგულისხმა. "TikTok არის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე... დროა ვიმოქმედოთ!"
საპასუხოდ კი გრეგორი მიქსმა განაცხადა, რომ იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოცემულ კანონს და დასძინა, რომ ის «დააზიანებს ჩვენს რეპუტაციას მთელ მსოფლიოში, შემოიყვანს უფრო მეტ ჩინურ კომპანიას მოცემულ სფეროში, გაანადგურებს სამუშაო ადგილებს შეერთებულ შტატებში და ძირს გამოუთხირს სიტყვის თავისუფლებისა ამერიკულ ღირებულებებს.»
მაკკოლმა აღნიშნა, რომ სასამართლოებმა არაერთხელ დაბლოკეს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები, აეკრძალათ TikTok მოწყობილობებზე აშშ-ში.
ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა მოუწოდა კონგრესს, არ აკრძალოს TikTok და განაცხადა, რომ ეს დაარღვევს მილიონობით ამერიკელის სიტყვის თავისუფლებას.
ამ თვეში ბაიდენმა განაცხადა, რომ არ იყო დარწმუნებული, ვაშინგტონი აკრძალავდა თუ არა TikTok-ს. ორშაბათს დილით ადრე, თეთრმა სახლმა სამთავრობო უწყებებს მისცა 30 დღიანი ვადა, რათა დარწმუნდნენ, რომ TikTok არ გამოიყენება რომელიმე ფედერალურ მოწყობილობასა და სისტემაში. აშშ-ს, კანადის და ევროკავშირის პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა ასევე აკრძალეს TikTok-ის ჩამოტვირთვა სახელმწიფო მოწყობილობებზე. დეპუტატმა მიქსმა ასეთი მიდგომა შეაქო და უწოდა გონივრული ნაბიჯი.