წარმოებულებით ვაჭრობისთვის ინდუსტრიულმა ორგანომ ხუთშაბათს ჩამოაყალიბა კრიპტოაქტივებთან
დაკავშირებული გლობალური ჩარჩო , რათა თავიდან იქნას აცილებული FTX-ის სტილის კოლაფსი, რომელიც იწვევვს დაბნეულობას კერძო საკუთრების მფლობელებში. - ლონდონი (როიტერი)
სვოპებისა და წარმოებულების საერთაშორისო ასოციაციამ (ISDA) გამოაქვეყნა სახელმძღვანელო ციფრული აქტივების წარმოებულებით ვაჭრობის შესახებ, რათა განემარტა, თუ რა ხდება, როდესაც რაღაც არასწორედ წარიმართება ფუძემდებლურ ბაზარზე, მაგალითად როგორიცაა FTX კრიპტო ბირჟის კოლაფსი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელი პრობლემების უმეტესობა ჩნდება სპოტ კრიპტოვალუტის ბაზარზე, ბევრმა იურიდიულმა გაურკვევლობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ციფრული აქტივების წარმოებულებზეც. FTX-ის დაშლამ გამოიწვია მილიარდობით დოლარის მომხმარებელთა აქტივების დაკარგვა, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს აქტივებს კრიპტო ბირჟაზე ან შუამავალზე.
„კრიპტო ბაზარზე ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ ხაზი გაუსვა მკაფიო, თანმიმდევრულობით სახელშეკრულებო ჩარჩოს მნიშვნელობას, რომელიც ასახავს დეფოლტის შემდეგ ორივე მხარის უფლებებსა და მოვალეობებს “, „ყველა მომხმარებელმა, იქნება ეს საცალო თუ ინსტიტუციონალური, უნდა იცოდეს, რომ მათი აქტივები დაცულია და ესმოდეს მათი უფლებები დეფოლტის შემთხვევაში“. განაცხადა ISDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ ო'მალიამ.