მთელი ამ ხნის განმავლობაში მილიარდერი დიდხანს ფიქრობდა ბიტკოინის
შესახებ გავრცელებულ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერი რეი დალიო თვლის, რომ ტრადიციული ვალუტა საფრთხეშია, ის ასევე ფიქრობს, რომ არც ბიტკოინი და არც სტეიბლკოინი არ არის გამოსავალი ამ რთულ გამოწვევებზე. CNBC-ის Squawk-ზე, ბოლო ინტერვიუში რეი დალიომ ბიტკოინსა და ტრადიციულ ვალუტასთან დაკავშირებით საზოგადოებას თავის ხედვები გააცნო. მილიარდერი ამტკიცებდა, რომ ეს არ იქნებოდა როგორც დოვლათის შეგროვებისათვის ასევე აღებ-მიცემობის ეფექტური საშუალება. დალიომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტეიბლკოინები არის სახელმწიფოს მიერ გამყარებული ვალუტების ანალოგი და ასევე ვერ იქნება ფულის ეფექტური ფორმა.