კვირას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის თხუთმეტმა ქვეყანამ ოფიციალურად შექმნა თავისუფალი ვაჭრობის ზონა. ხელმოწერილი ხელშეკრულება კიდევ ერთი
ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ჩინეთისათვის, რათა მან მსოფლიოში მეორე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პოზიცია კიდევ უფრო გაიმტკიცოს. აღსანიშნავია, რომ ახალ პარტნიორებს შორის ა. შ. შ. არ ფიგურირებს, რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ დონალდ ტრამპმა მხარი არ დაუჭირა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ჯგუფთან ურთიერთობების განვითარებას.
ხელშეკრულების ხელმწოერა უმაღლესი დონის შეხვედრაზე მოხდა ხანოეში. აზიური ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული დაძაბული ვითარება და რეგიონის ეკონომიკური აღდგენის საკითხები. ყურადღება მიექცა იმას, რომ რეგიონში ჩინეთსა და ა. შ. შ.-ს შორის ეკონომიკური ომი სულ უფრო მეტად მწვავდება.
რეგიონალური ეკონომიკის პარტნიორობის შეთანხმება (RCEP) შედგა სამხრეთ აღმოსავლური აზიის სახელმწიფოთა ასოციაციამ (ASEAN), რომელიც ჩინეთისაგან, იაპონიისაგან, სამხრეთ კორეისაგან, ავსტრალიისაგან და ახალი ზელანდიისაგან და სხვა 10 ქვეყნისაგან შედგება.
RCEP გეგმავს მსოფლიოში უმსხვილეს თავისუფალ ეკონომიკურ სავაჭრო ზონად იქცეს. მის წილად გლობალური ეკონომიკის 30% და 2,2 მილიარდი მოსახლე და მომხმარებელი მოდის.
უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ხელშეკრულება გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც აღმოსავლეთი აზიის კონკურენტი ქვეყნები - ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ერთიან ხელშეკრულებას აფორმებენ.
გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ხელმომწერი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების განსაზღვრული აუცილებელი რაოდენობა ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენენ.
ინდოეთი 2019 წლიდან გავიდა RCEP-ის მოლაპარაკებიდან. მიუხედავად ამისა, ASEAN ის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადფეს, რომ ისინი მუდამ მზად არიან ინდოეთი უკანვე მიიღონ თავიანთ ერთობაში.
საინტერესოა, რომ ტრამპის პოლიტიკის შედეგად, ა. შ. შ გაწევრიანებული არ არის ორ სავაჭრო ჯგუფში, რომლებიც პლანეტის ყველაზე სწრაფადმზარად რეგიონებს მოიცავს. ამ სივრცეში გარდა RCEP ისა, იგულიხმება ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის სივრცე. ამ უკანასკნელიდან ა. შ. შ. ჯერ კიდევ 2017 წელს გამოვიდა.
ამასთან, გასულ ოთხშაბათს, მანამ, სანამ ჯერ კიდევ ცნობილი გახდებოდა ახალი სავაჭრო ბლოკის შექმნის შესახებ, ტრამპა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ამერიკელებს ეკრძალებათ თავიანთი სახსრები დააბანდონ იმ კომპანიებში, რომლებიც ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ბრძანების მთავარი არგუმენტი ძველია - ეროვნული უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება.
ტრამპის ბრძანება გავრცელდა 31 კომპანიაზე, რომელთა შორისაც არიან ისეთი ცნობილი ჩინური ტექნოლოგიური, სარეწველო და ინფრასტრუქტურული კორპორაციები, როგორებიცაა China Mobile Communications Group, China Telecommunications Corporation, Huawei, Sinochem Group, Hangzhou Hikvision Digital Technology, China Railway Construction Corporation, Inspur Group и Aviation Industry Corporation of China.
ტრამპის ბრძანება ძალაში შედის 11 იანვრიდან და ის სრულიად კრძალავს როგორც დასახელებულ კომპანიათა ფასიანი ქაღალდების შეძენას, ასევე იმ განვითარებად ბაზრების ფონდებში ინვესტირებას, სადაც ეს კომპანიები მონაწილეობენ სავაჭრო ურთიერთობებში.