კრიპტო ბაზრის ანალიზისა და კვლევის პლატფორმა, CryptoRank-მა ცოტა ხნის წინ

გამოავლინა ტოპ 10 ბლოკჩეინი ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით, ამ სიაში შეტანილნი არიან Ethereum, Tron, Filecoin, Arbitrum, Polygon, BNB Coin, Optimism, Solana და Helium. CryptoRank-ის სიაში 144 მილიონიანი შემოსავალით ამ თვის ლიდერი გახლავთ Ethereum (ETH) პრესინგის პირობებში, ETH ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2,066.95 დოლარს მას შემდეგ რაც გასულ დღეს 1.62% ვარდნა ქონდა. თუმცა, ამან დიდად არ შეაფერხა ETH-ის ყოველკვირეული აღმასვლა, რადგან ალტკოინი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში +10%-ით გაიზარდა.
ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ტოპ ბლოკჩეინების სიაში მეორე პოზიციას TRON (TRX) იკავებს. CryptoRank-ის თანახმად, TRON-მა გასული თვის განმავლობაში $79.6 მილიონი შემოსავალი მიიღო. ამჟამად, TRX არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე კრიპტოვალუტიდან, რომელიც ივაჭრება მწვანეში.  
 მესამე ყველაზე მაღალი შემოსავალის მქონე კრიპტო რომელმაც ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღო თვის განმავლობაში, იყო Filecoin (FIL), რომლის შემოსავალი 4,7 მილიონ დოლარს შეადგენს. ETH-ის მსგავსად, FIL-მაც ბოლო დღის განმავლობაში განიცადა ზარალი და ახლა სავაჭრო ღირებულება 6,03 დოლარს შეადგენს +2% ფასის შემცირების შემდეგ.
ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ტოპ 5 ბლოკჩეინში ბოლო ორ ადგილს იკავებს Arbitrum (ARB) და Polygon (MATIC). ამ ორი ბლოკჩეინის ყოველთვიური შემოსავალი 3,3 მილიონ დოლარს და 2,1 მილიონ დოლარს შეადგენს.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1