15 წლის კრიპტოვალუტა ბიტკოინმა მრავალი როლი მოირგო
სპეკულაციის წყაროდან დაწყებული ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული, მაგრამ იბრძოდა მკაფიო იდენტურობის დამკვიდრებისთვსი. ახლა არის ამის მზარდი ნიშნები, რომ ის მიდის სწორედ იმ დანიშნულებისაკენ რასაც ანგარიშწორება, გადახდები ქვია. კრიპტო მონაცემთა ფირმა The Block-ის ცნობით, Lightning Network-ში შენახული ბიტკოინების რაოდენობა გადახდის პროტოკოლი, გასული წლის განმავლობაში ორი მესამედით გაიზარდა და მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს - 5,580 მონეტას.
კრიპტო გადახდის სპეციალისტებმა ასევე ნახეს დიდი მოცულობები.
აშშ-ში დაფუძნებულმა BitPay-მ განაცხადა, რომ ტრანზაქციის მოცულობა 18%-ით გაიზარდა შარშან 2021 წელთან შედარებით. CoinsPaid-ის თქმით, მოცულობა 2022 წლის მეოთხე კვარტალში გაიზარდა 32%-ით წინა წელთან შედარებით.
ფასების ცვალებადობა, ნელი დამუშავების სიჩქარე და მუდმივი მარეგულირებელი გაურკვევლობა არის იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც კრიპტოვალუტები გადახდის საშუალებად მოუხერხებელი გახადეს. მიუხედავად ამისა, მომხრეები მაინც ამბობენ, რომ ბიტკოინი გვთავაზობს დაბალ ტრანზაქციის ხარჯებს და უფრო სწრაფ სიჩქარეს, ვიდრე ტრადიციული ნაღდი ფული, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების დროს. ბიტკოინის გარდა სხვა კრიპტოვალუტებიც, მათ შორის სტეიბლკოინები, რომლებიც დაკავშირებულია ტრადიციული ვალუტების ღირებულებასთან, პოპულარული გახდა, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო გადახდების დროს, ფულადი გზავნილებისას, და განვითარებად ბაზრებზე სადაც ადგილობრივ ვალუტებს ინფლაცია შეეხო. Stellar ბლოკჩეინმა, რომელიც იძლევა ტრანსსასაზღვრო გადახდების საშუალებას, გასულ თვეში მის პლატფორმაზე გარიგებების რაოდენობა 2022 წლის იანვარში 50,6 მილიონიდან 103,4 მილიონამდე გაიზარდა.