ბიტკოინის (BTC) და ეთერიუმის (ETH) გარდა, არსებობს კიდევ სხვა ციფრული ვალუტები,

 რომლის განხილვა ღირს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთი პორტფელის დივერსიფიკაციას ახალი კრიპტოვალუტებით, Solana (SOL) ერთ-ერთი მათგანია რომლითაც შეიძლება ამ გამოცდილების მიღება. Solana არის ღია კოდის მქონე, საჯარო ბლოკჩეინი, რომელიც ხელს უწყობს ჭკვიანი კონტრაქტების, დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps) და NFT-ების (არაცვალებადი ტოკენების) გამოყენებას. SOL ტოკენი, რომელიც არის Solana-ს ბლოკჩეინის შინაგანი ნაწილი, ემსახურება როგორც გაცვლის საშუალებას ასევე უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას staking-ის საშუალებით.
თუ თქვენ გაინტერესებთ SOL-ას მომავალი და გსურთ იცოდეთ მისი პროგნოზი მომავალ  2023, 2024, 2025 და 2030 წლებში, განაგრძეთ კითხვა!

 

შინაარსი

რა არის სოლანა (SOL)?

ანალიტიკოსების შეხედულება სოლანაზე (SOL)

სოლანა (SOL) ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობა

Solana (SOL) ფასის ანალიზი 2023

 

რა არის სოლანა (SOL)?   

Solana არის ძლიერი ღია კოდის პროექტი, რომელიც გთავაზობთ DeFi (დეცენტრალიზებული ფინანსები) ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით. სოლანას ფონდი დაფუძნებულია შვეიცარიაში კერძოდ ჟენევაში, სოლანაზე კონცეპტუალიზაცია და მუშაობა 2017 წელს დაიწყო და პლატფორმა ოფიციალურად 2020 წლის მარტში იქნა გაშვებული. სოლანას პროტოკოლი აადვილებს დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) შემუშავებას, რომლის ფონდმაც დიდი რესურსი დაუთმო დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემების გამოყენების გავრცელებას.  სოლანა კარგად არის ცნობილი კრიპტოვალუტის სამყაროში, ბლოკჩეინის წარმოუდგენლად სწრაფი ტრანზაქციის დამუშავების გამო.  
მის მიერ გამოყენებული ჰიბრიდული პროტოკოლი მნიშვნელოვნად ამცირებს ვალიდაციისა და შესრულების დროს, როგორც ტრანზაქციებში, ასევე ჭკვიან კონტრაქტებში.  
სოლანას პროტოკოლი შექმნილია იმისთვის, რომ მოემსახუროს როგორც უბრალო მომხმარებლებს, ასევე მსხვილ ბიზნესს.

 

ანალიტიკოსების შეხედულება სოლანაზე (SOL)

ერთმა კრიპტო ანალიტიკოსმა, ასევე 132 ათასზე მეტი მიმდევარით, ტვიტერზე დაწერა, რომ სოლანას ფასს აქვს მაღალი მაღალი დონის დაღმავალი რისკის პოტენციალი. არის სხვა ანალიტიკოსის ტვიტიც, სადაც ნათქვამია, რომ სოლანა მკვდარია. მისი თქმით, სოლანა მეხუთე რანგს ვეღარასოდეს მიაღწევს.
Ethereum-ის დამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა, რომ სოლანას ჯაჭვს უფრო ნათელი მომავალი აქვს.  

 

სოლანა (SOL) ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობა

CoinMarketCap-ის მიხედვით, სოლანა (SOL) ამ მომენტისთვის 25,07 დოლარზე მაღლა დგას, სულ მიმოქცევაშია 378,258,189 SOL.  SOL-ს აქვს 24-საათიანი ვაჭრობის მოცულობა $1,013,403,455,  43,14%-იანი კლებით. ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში სოლანას ფასი 5.02%-ით შემცირდა. სოლანას (SOL) ვაჭრობის ყველაზე პოპულარული კრიპტო ბირჟებია Binance, OKX, BingX, MEXC და Deepcoin.

 

Solana (SOL) ფასის ანალიზი 2023

CoinMarketCap-ის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტების სიაში, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, SOL მე-11 ადგილზეა. 

 

 

 

 

 


 

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1