პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დაკავშრებულია მეორე უმსხვილეს

კრიპტო ვალუტა ეთერიუმთან, ოთხშაბათს განახლდა და არის ონლაინ, განაცხადა ტვიტერში კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა. ეს ნაბიჯი ინვესტორებს მისცემს წვდომას 30 მილიარდ დოლარზე მეტ ციფრულ ტოკენებზე. ცნობილია როგორც Shapella, Ethereum-ის ბლოკჩეინის უახლესი განახლება მისი Merge-ის განახლების შემდეგ, საშუალებას მისცემს ინვესტორებს გამოისყიდონ ეთერიუმის ტოკენების ის ნაწილი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო გაყინული ბლოკჩეინის ქსელში სარგებლის მიღების სანაცვლოდ. მონაცემთა ფირმა Dune Analytics-ის მონაცემებით, ასეთი ეგრეთ წოდებული "გაყინული ინვესტიციის მქონე ეთერიუმის" ტოკენები ამჟამად შეადგენს ეთერიუმის ტოკენების 15%-ს და ღირს დაახლოებით 31 მილიარდი დოლარი. ცვლილებები სავარაუდოდ გამოიწვევს ეთერიუმის არასტაბილურობის გაზრდას, აცხადებენ ინვესტორები. ზოგიერთი თვლის, რომ მაშტაბურმა გამოსყიდვამ შეიძლება ეთერიუმის ფასზე ნეგატიური ცვლილება გამოიწვიოს ეთერიუმის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 230 მილიარდი დოლარია და იკავებს მეორე ადგილს ბიტკოინის შემდგომ.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1