(როიტერი)-ის ცნობით - რუსული საზღვაო ნავთობის ფასი ბარელზე $30-დან 40$-მდე უნდა იყოს შეზღუდული, რაც G7-ის ქვეყნების მიერ შემოთავაზებულ დონეზე დაბალია,
განაცხადა შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ევროკავშირის მთავრობამ, გადაწყვიტა შეზღუდონ მოსკოვის შესაძლებლობა, დააფინანსოს ომი უკრაინაში, ისე რომ ნავთობის იმპორტი აისახოს შოკის გარეშე, G7-ში ორად არის გაყოფილი აზრი რომელიც ბარელზე 65-70 დოლარის ზღვარზე მერყეობს. ის ძალაში 5 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
„ლიმიტი, რომელიც დღეს განიხილება, არის დაახლოებით $60 – მე ვთვლი, რომ ეს ხელოვნური ლიმიტია“, - თქვა ზელენსკიმ, რომელიც მუდმივად უბიძგებს მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ.
ჩვენ გვსურს, რომ სანქციები იყოს ძალიან ეფექტური ამ ბრძოლაში, ისე რომ ლიმიტი იყოს 30-40 დოლარის დონეზე, რათა რუსეთმა იგრძნოს (სანქციები)“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
შეზღუდვის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თავიდან იქნას აცილებული, გადამზიდი სადაზღვევო და გადაზღვევის კომპანიების მიერ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება მთელს მსოფლიოში, თუ ის არ გაიყიდება G7-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დადგენილ ფასზე დაბალ ფასად.
პოლონეთი, ესტონეთი და ლიტვა ითხოვენ ბარელზე 65-70 დოლარზე ბევრად დაბალ ზღვარს, ხოლო საბერძნეთს, კვიპროსს და მალტას უფრო მაღალი ლიმიტი სურთ.