დასავლეთის ქვეყნები მარტში აპირებენ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასების დონის გადახედვას, იმდროინდელი ბაზრის რეალობიდან გამომდინარე.
ამის შესახებ იტყობინება აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ვებ-გვერდი, ფინანსთა მდივნის პირველი მოადგილის, ადევალე ადეიემოს ვირტუალური შეხვედრის შემდეგ კოალიციის ქვეყნების კოლეგებთან.
„იმ პირობით, რომ ფასების ზღვარი განაგრძობს რუსეთის შემოსავლების შეზღუდვისა და გლობალური ენერგომომარაგების სტაბილიზაციის კოალიციის ორმაგ მიზნის შესრულებას, მინისტრების მოადგილეები შეთანხმდნენ, გადახედონ ნედლი ნავთობის ფასის ზღვარს მარტში“, - ნათქვამია გამოცემაში.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთის ქვეყნები ,5 თებერვლიდან რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასების შემოღების შემდეგ შეძლებენ ბაზრის განვითარების გათვალისწინებას.
17 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გასულ წელს ნავთობის მოპოვების დონე 2%-ით გაიზარდა და 535 მლნ ტონა შეადგინა, მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა.
მანამდე ეკონომისტმა, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ვალერი კორნეევმა განაცხადა, რომ ევროპა კიდევ ერთხელ სჯის საკუთარ თავს რუსეთთან მიმართებაში სხვადასხვა აკრძალვით, შეზღუდვითა და ფასის ჭერით. მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვების შემოღებამდე ევროპამ საწვავის მარაგი შექმნა. ამავდროულად, რეგიონს დრო სჭირდება ახალი მომწოდებლების მოსაძებნად. დასავლეთის ქვეყნები კი თავს სჯიან, რადგან ნავთობს ინდოეთიდან ყიდულობენ, რომელიც რეალურად რუსულია.