რუსეთი და ინდოეთი ძირეულად უარს ამბობენ ევროსა და დოლარზე რომელსაც ორმხრივ ვაჭრობაში გამოყენებდნენ. ამის შესახებ რია ნოვოსტის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე დეპარტამენტის დირექტორმა ზამირ ქაბულოვმა განაცხადა.
”ჩვენ ფუნდამენტურად ვშორდებით დოლარს და ევროს, უნდა გადავიდეთ ეროვნულ ვალუტაზე,” - განაცხადა მან.
კაბულოვმა განმარტა, რომ სრულფასოვანი გადასვლისთვის აუცილებელია სავაჭრო ოპერაციებში დისბალანსის პრობლემის მოგვარება: ინდოეთი რუსეთიდან ხუთჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. დიპლომატთა აზრით, ექსპერტები ამჟამად ამ საკითხზე კომპრომისს ეძებენ.
2022 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა ბაზრის მომზადების აუცილებლობა ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე გადასასვლელად. მან განმარტა, რომ ამ გზით ნებისმიერი ვალუტის თავისუფლად და ნებისმიერი ოდენობით გადაცვლა შესაძლებელია რუბლებში.
ნოემბრის დასაწყისში ინდოეთის მთავრობამ დაუშვა საერთაშორისო ვაჭრობა ინდურ რუპიებში, რათა ხელი შეუწყოს ექსპორტს. სექტემბერში გაზეთი The Economic Times იტყობინება, რომ ინდოეთი რუსეთთან ვაჭრობას რუპიებში დაიწყებდა, ინდოეთის სახელმწიფო ბანკი (SBI) დათანხმდა, რომ ხელი შეუწყოს რუს პარტნიორების სავაჭრო გარიგებებს ეროვნულ ვალუტაში.