ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახალი სანქციების სიაში მოხვდა 168 კომპანია, რომლებზეც ჯერ კიდევ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, ასევე ამ სანქციებს რამდენიმე რუსული მედია ჰოლდინგიც, შეუერთდა რომელთა რიცხვშიც შედიან «Россия 1», Рен ТВ და ასევე პირველ არხი - რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდებათ. 

გარდა ამისა, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს რუსეთის როგორც რეგიონული განვითარების ბანკებთან ტრანზაქციების სრულ აკრძალვას, მათ შორის კიდევ ორი რუსული ​​ბანკის აქტივების გაყინვას. 

ამიერიდან ევროკავშირის მოქალაქეებს ეკრძალებათ ნებისმიერი თანამდებობის დაკავება ყველა საჯარო ან კონტროლირებადი უწყების მმართველ ორგანოებში, რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციებსა ან ორგანოებიში.

ახალი სანქციები ასევე მოიცავს:

  • ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს, ასევე სხვადასხვა საქონელი და ტექნოლოგიები, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიური გაუმჯობესება;
  • ასევე საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის სრული აკრძალვა, რმელიც დაკავშირებულია საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიასთან; რომელიც მოიცავს თვითმფრინავის ძრავებისა და მათი ნაწილების ექსპორტის აკრძალვას;
  • ევროკავშირის კომპანიებისთვის სარეკლამო სერვისების მიწოდების აკრძალვა, მარკეტინგული კვლევა, გამოკითხვების ჩატარება, ასევე პროდუქციის ტესტირებისა და ტექნიკური ინსპექტირების მომსახურება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე;
  • რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ახალი ინვესტიციების და რუსეთის სამთო-მადანის მომპოვებელ სექტორში სრული ინვესტიციების აკრძალვა;

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1