არც ისე დიდი ხნის წინ, Rosstat-მა გამოაქვეყნა ნოემბრის მაჩვენებლები. შევხედოთ: 

  • მრეწველობა -1.8% (წ/წ) ნოემბერში (სექტემბრის -2.6% (წ/წ) შემდეგ). უფრო მეტიც, ეცემა როგორც დამამუშავებელი მრეწველობა (-1,7%), ასევე სამთო მრეწველობა (-2,2%).
  • საცალო ვაჭრობა -7.9% (წ/წ) ნოემბერში (სექტემბერში -10% (წ/წ) .
  • მომსახურება +2% (წლიური) ნოემბერში (სექტემბერში +1.5% (წლიური).
  • სატრანსპორტო ტვირთბრუნვა ნოემბერში -5,7% (წლიური) (სექტემბრის -6,7% (წლიური).
  • მშენებლობა +8.7% (წლიური) ნოემბერში (სექტემბერში +9.6% (წლიური).

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ეკონომიკა განაგრძობდა ნელ-ნელა აღდგენას ბოლო ორი თვის განმავლობაში. განსაკუთრებით ამოქაჩვას ახდენს სამშენებლო ინდუსტრია. მაგრამ მაინც ვხედავთ სანქციების შედეგებს - მრეწველობის და ლოჯისტიკის ბრუნვების მკვეთრი დაცემით. დაბალი მოთხოვნის შედეგებიც აშკარაა - საცალო ვაჭრობა ჯერ კიდევ მკვეთრად დაბალია გასული წლის მაჩვენებელზე. 

ნოემბერში უმუშევრობის დონე 3,7%-მდე დაეცა, წინა თვეში კი 3,9%-დან. მაგრამ ეს არ არის სიხარულის მიზეზი. დაბალი უმუშევრობა მობილიზაციისა და მიგრაციის შედეგად არის გამოწვეული რომელიც კადრების სიმცირის გამო აისახა. ხოლო ეს იქნება პირველი მიზეზი რომელიც ხელს შეუშლის ეკონომიკის აღდგენას.

რა მოხდება წლის ბოლოს?

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეფასებით 2022 წელს მშპ 2,9%-ით დაეცა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დასაწყისში Bloomberg - მა იწინასწარმეტყველა რუსეთის მშპ-ს 11%-ით ვარდნა. სინამდვილეში კი, ბევრად უკეთესი მდგომარეობა აღმოჩნდა. შესაძლოა, როსსტატის ოფიციალური მაჩვენებლები კიდევ უკეთესი აღმოჩნდეს, ვიდრე ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზები. ამიტომაც არის მოყვანილი როსტატის ციფრები. 

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს კრიზისი გაჭიანურდება. ხოლო მისი საბოლოო შედეგი არავინ იცის როგორი იქნება.

განაცხადა: "ევგენი კოგანმა" იგი გახლავთ საინვესტიციო ბანკის ტრეიდერი, ერთ-ერთი წამყვანი რუსი ექსპერტი Mid-Cap და Small-Cap კომპანიების სფეროში.