ნატომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ გახსნის საკონტაქტო სივრცეს თავის ბრიუსელში, შტაბ-ბინაში, რათა Nord Stream გაზსადენზე

სექტემბერში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ გააუმჯობესოს კოორდინაცია ინდუსტრიასთან წყალქვეშა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

”ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის დივერსიამ შეგვახსენა ყველა ის დაუცველობა, რომელსაც შეიძლება სამომავლოდ წავაწყდეთ”, - განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ალიანსი თავის შტაბ-ბინაში აყალიბებს უჯრედს კერძო სექტორთან კოორდინაციისა და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, რაშიც მოიაზრება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის კერძო ოპერატორები.

ევროპულმა ქვეყნებმა გააძლიერეს სიფხიზლე კრიტიკულად მნიშვნელოვანი დანადგარების მიმართ მას შემდეგ, რაც სექტემბერში Nord Stream 1 და Nord Stream 2 გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. აღნიშნული გაზსადენები რუსეთს აკავშირებს გერმანიასთან. დაფიქსირებული ავარიის შემდეგ კი გაზის გაშვება მოხდა ბალტიის ზღვაში.

ეს ინციდენტი დასავლეთსა და მოსკოვს შორის ენერგეტიკული დაპირისპირების წყაროდ იქცა გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

შემთხვევის ადგილზე გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი და ეჭვობენ, რომ მილსადენები განზრახ აფეთქდა.

რუსეთი უარყოფს მილსადენებზე დივერსიას. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მოსკოვი არაერთხელ აცხადებდა, რომ აფეთქებების უკან დასავლეთი იდგა.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1