პარასკევს ნავთობი დაახლოებით ბარელზე 1 დოლარით გაიზარდა. ეს ზედიზედ მეორე კვირაა

რაც ნავთობზე ფასი იზრდება. ამისი მიზეზი ჩინეთის ეკონომიკური გაუმჯობესების პროგნოზია, რის შედეგადაც საწვავზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინი იზრდება მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაში.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) ოთხშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ COVID-19 შეზღუდვების მოხსნამ, წელს უნდა გამოიწვიოს რეკორდულად მაღალი მოთხოვნის ზრდა. აღნიშნული განცხადება გაკეთდა ერთი დღის შემდეგ, რაც OPEC-მა ასევე ივარაუდა ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნის აღდგენა.

Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე 87,63 დოლარზე დაფიქსირდა, რაც 1,47 დოლარით ან 1,7%-ით მეტია წინა მაჩვენებელზე. ამერიკული ნავთობი ბარელზე 81,31 დოლარზე შეჩერდა, რაც 98 ცენტით ან 1,2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Reuters-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფედერალური ბანკი დაასრულებს საპროცენტო განაკვეთის ზრდის ციკლს და ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს მინიმუმ წლის ბოლომდე.

მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას სჭირდება მეტი ნედლი ნავთობი. „ნავთობის ბაზარი დაეცა გლობალური რეცესიის შიშის გამო, მაგრამ მაინც აჩვენებს ნიშანს, რომ შეიძლება მან მაინც შეინარჩუნოს პოზიციები გარკვეული პერიოდის განმავლობაში,“ - განაცხადა OANDA-ს ბაზრის უფროსმა ანალიტიკოსმა ედვარდ მოიამ.

ნავთობზე ფასი გაიზარდა, მიუხედავად ამ კვირაში აშშ-ს ნავთობის მარაგების მონაცემებისა, რის თანახმადაც ნედლი ნავთობის მარაგი გაიზარდა 8,4 მილიონი ბარელით დაახლოებით 448 მილიონ ბარელამდე, რაც ყველაზე მაღალია 2021 წლის ივნისის შემდეგ.

აშშ-ს სტრატეგიული ნავთობის რეზერვიდან გაყიდვების შემცირებამ ხელი შეუწყო უარყოფითი განწყობის შეცვლას და ნავთობის ფასების ზრდას, განაცხადა იუსტონში Lipow Oil Associates-ის პრეზიდენტმა ენდი ლიპოუმ.

საკონსულტაციო კომპანია Ritterbusch and Associates-ის წარმომადგენლის ჯიმ რიტერბუშის მითითებით, რუსული ნავთობის ფასის ზღვარი, რომელიც ცვალებადია გლობალურ ბაზარზე, ხელს უწყობს ნედლი ნავთობის ფასების ზრდის პროცესს.

რუსეთი ჩინეთისათვის ნავთობის სიდიდით მეორე მიმწოდებელი იყო 2022 წელს, პირველ ადგილზე კი საუდის არაბეთი გახლდათ.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1