სამშაბათს აშშ-ის ნავთობის გადამუშავების

 მაჩვენებელმა სამთვიან მაქსიმუმს მიაღწია და, ანალიტიკოსების განცხადებით, სავარაუდოდ ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, რადგან ქარხნების დაუგეგმავი გათიშვა გავლენას ახდენს საწვავის ისედაც შეზღუდულ მიწოდებაზე.

ქარხნების გამორთვამ ტეხასსა და ოკლაჰომაში ფასები გაზარდა ბენზინზე. ვარაუდობენ რომ წლის სეზონი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რემონტისათვის უფრო რთული იქნება, ვიდრე ადრე იყო. წელს, ვიდრე ეს ადრე იყო.

კრეკის სპრედი, რომლითაც ნავთობგადამუშავების ძირითადი მაჩვენებელი იზომება და რომლითაც ადგენენ სხვაობას ნედლი ნავთობისა და გასაყიდად გამზადებულ ნავთობის ფასებს შორის, სამშაბათს $42,41-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი, ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე მაღალი გახლავთ. Refinitiv Eikon-ის მონაცემების ანალიზის თანახმად, იანვრის ხუთწლიანი საშუალო მაჩვენებელი $15,56-ია.

საავტომობილო ჯგუფის AAA-ს ცნობით, ტეხასის შტატში საწვავის საშუალო ფასი სამშაბათს გალონზე დაახლოებით 3,07 დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 44 ცენტით მეტია ერთი თვის წინანდელ მაჩვენებელზე. AAA-ს ცნობით, ოკლაჰომაში მძღოლები ასევე იხდიან დაახლოებით 45 ცენტით მეტს ანუ გალონზე 3,13 დოლარს.

დიზელის საწვავის ქარხანა PBF Energy-ში (NYSE: PBF) ჩალმეტში, ლუიზიანას შტატი, შაბათს ხანძრის შედეგად დაიხურა. ის შეიძლება დახურული იყოს მინიმუმ ერთი თვე. Exxon Mobil-მა (NYSE:XOM) ორშაბათს განაცხადა, რომ ის განახორციელებს გეგმურ შემოწმებას რამდენიმე ნავთობქიმიურ ობიექტზე ბეითაუნში, ტეხასის შტატში.

მიმდინარე წელს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტექნიკური შემოწმება ჩვეულებრივზე დიდ ხანს შეიძლება გაგრძელდეს. ამისი მიზეზი გახლავთ ის, რომ დეკემბერში, ზამთრის ქარიშხალმა ელიოტმა მრავალი ისეთი ქარხანა გამოიყვანა მწყობრიდან, სადაც დღეში დაახლოებით 1,5 მილიონი ბარელი ნავთობის გადამუშავება ხდებოდა. მაგალითად, Suncor-ის ქარხანა კომერს-სიტიში, კოლორადოს შტატი, ქარიშხლის შემდეგ დაიხურა. ა. შ. შ-ის მექსიკის ყურეში ნავთოგადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი კვლავ მცირე მოცულობით მუშაობენ.

ისტორიულ მაჩვენებლებთან შედარებით საწვავის მარაგი დაბალია. აშშ-ში ბენზინის მარაგი დაახლოებით 10%-ით დაბალია, ხოლო დიზელი დაახლოებით 20%-ით დაბალია ნორმაზე.

რუსეთის საწვავის საზღვაო გადაზიდვაზე აკრძალვა შექმნის ახალ მოთხოვნას ნავთობპროდუქტებზე აშშ-დან - განაცხადა ოლე ჰანსენმა, საქსო ბანკის სასაქონლო სტრატეგიის ხელმძღვანელმა.

 

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1