აშშ-ში დიზელზე ფასები ამ თვეში დაეცა და ანალიტიკოსების მოსაზრებით,
შესაძლოა კიდევ უფრო დაეცეს. დიზელზე ფასების მოულოდნელი ვარდნა დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის რუსეთის საწვავის იმპორტზე ემბარგოს დაწყებას დაემთხვა.
მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა ფასების დაცემა, ამან კი შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა აღედგინა მარაგები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც შემცირებულმა მარაგებმა ექვსი თვის წინ აშშ-იდან დიზელის ექსპორტის შემცირების შესაძლებლობა გაზარდა. დაწეულმა ფასებმა შეიძლება შეამსუბუქოს ინფლაციასთან დაკავშირებული ინვესტორების შეშფოთება.
ევროპელმა მყიდველებმა ნაწილობრივ გაზარდეს რუსული დისტილატების შესყიდვები იმპორტის აკრძალვის წინ, რომელიც ძალაში შევიდა 4 თებერვალს. შედარებით თბილმა ზამთარმა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში და კომერციული სატვირთო მანქანების აქტივობის შენელებამ შეამცირა მოთხოვნა.
ამ ფაქტორებმა ხელი შეუწყო ამ კვირაში აშშ-ში ნავთობის მარაგი გაზრდილიყო 120,5 მილიონ ბარელამდე, რაც ერთი წლის მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე მაღალი დონეა.
სატვირთო მანქანების მიერ დიზელზე მოთხოვნა შემცირდა წლის ბოლოს, რადგან აშშ-ში მაღალმა ინფლაციამ გავლენა მოახდინა საქონელზე მოთხოვნის გაზრდაზე. დეკემბრის Cass Freight Index-მა, რომელიც ზომავს ქვეყნის გადაზიდვებს, წელიწადში გადაზიდვების 3.9%-იანი კლება დააფიქსირა.
ყურადღების ცენტრში მოქცეულმა Cowen/AFS Freight Index-მა ასევე ტვირთების მოცულობის 13.7%-იანი ვარდნა დააფიქსირა 2022 წლის მეოთხე კვარტალში.