როგორც ექსპერტებმა განაცხადეს ორშაბათს, ევროპული ქვეყნების სახარჯო პროექტი, მოსახლეობა და ბიზნესი ენერგეტიკაზე ფასების

ზრდისგან დაეცვა, თითქმის 800 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. მათ მოუწოდეს ქვეყნებს თანხა უფრო მეტად მიზნობრივად ხარჯონ ენერგეტიკული პრობლემის მოსაგვარებლად.

ანალიტიკური ჯგუფის Bruegel-ის ანალიზის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა ახლა 681 მილიარდი ევრო გამოყვეს ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების დასაჩქარებლად. იმავე მიზნისათვის დიდმა ბრიტანეთმა 103 მილიარდი, ხოლო ნორვეგიამ 8,1 მილიარდი ევრო ევრო გამოყო 2021 წლის სექტემბრის შემდეგ.

ევროპის ქვეყნები აგრძელებენ ბრძოლას იმ კრიზისის დასაძლევად, რაც 2022 წელს რუსეთის მხრიდან ევროპისთვის გაზის დიდი ოდენობით მიწოდების შეწყვეტით გაჩნდა.

ხსენებული ენერგოკრიზისის დასაძლევად დაწყებულ კამპანიაში გერმანია ლიდერობს. მან თითქმის 270 მილიარდი ევრო დახარჯა ენერგოკრიზისის დასაძლევად. დიდი ბრიტანეთი, იტალია და საფრანგეთი გერმანიის შემდეგ მოდიან ამ სიაში, თუმცა თითოეულმა მათგანმა 150 მილიარდ ევროზე ნაკლები გამოყო. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ ამ თანხის მცირე ნაწილი დახარჯა.

ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტს ხარჯავდნენ ლუქსემბურგი, დანია და გერმანია.

ენერგეტიკულ კრიზისთან საბრძოლველად ქვეყნების მიერ გამოყოფილი ხარჯები ახლა იგივე მოცულობისაა, რაც ევროკავშირის მიერ იქნა წარმოდგენილი COVID-19-ის შემდეგ ვითარების რეაბილიტაციის ფონდში და რაც 750 მილიარდი ევროთია განსაზღვრული.

ენერგეტიკული ხარჯების მონაცემები გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებმა დაიწყეს მსჯელობა ევროკავშირის წინადადებებზე, რათა კიდევ უფრო შემსუბუქდეს სახელმწიფო დახმარების წესები სუფთა ტექნოლოგიების პროექტებისთვის, რადგან ევროპა ცდილობს კონკურენცია გაუწიოს სუბსიდიებს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში.

აღნიშულმა ვითარებამ ევროკავშირში შემავალი ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქში შეშფოთება გააჩინა, რადგან სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მეტმა წახალისებამ შეიძლება შეაფერხოს ევროკავშირის ბლოკის შიდა ბაზრის განვითარება. გერმანია კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა ენერგეტიკულ სფეროში მისგან წამოსული დახმარების იმ დიდი პაკეტის გამო, რაც ბევრად აღემატება ევროკავშირის სხვა ქვეყნებს.

ბრიუგელმა განაცხადა, რომ მთავრობებმა თავიანთი მხარდაჭერის დიდი ნაწილი მიმართეს არამიზნობრივად, რაც მომხმარებელთა მხრიდან ენერგიაზე საცალო ფასების იმგვარი გადასახადის შემცირებას გულისხმობს, როგორიცაა ბენზინზე დღგ-ის შემცირება ან ელექტროენერგიის საცალო ფასების შეზღუდვა.

ანალიტიკური ცენტრის თქმით, ეს დინამიკა უნდა შეიცვალოს, რადგან სახელმწიფოებს არ აქვთ ფისკალური სივრცე ასეთი ფართო დაფინანსების შესანარჩუნებლად.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1