სამშაბათს ნავთობზე ფასი საკვანძო დონეებზე დაბლა დაეცა და ბოლო სესიის შემდეგ მძიმე დანაკარგები განიცადა, რადგან აშშ-ის საბანკო

სექტორში არეულობამ გააძლიერა პოტენციური ეკონომიკური კრიზისის შიში და ახლა ყურადღება გამახვილებულია ინფლაციის მონაცემებიდან მოსალოდნელ მითითებებზე, რომელიც დღეს მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ნედლი ნავთობის ფასი ორშაბათს $2-3 დაეცა, რადგან ბაზრებს ეშინოდათ Silicon Valley Bank (NASDAQ: SIVB) დაშლის შედეგების ფართო ეკონომიკაზე ასახვისა, მაშინაც კი, როდესაც აშშ-ის მთავრობა ქმედითი ნაბიჯები გადადგა ნებისმიერი პოტენციური უარყოფითი შედეგების შეზღუდვისთვის.

მაგრამ საბანკო კრახმა კიდევ უფრო გამოაჩინა მზარდი ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც გამოწვეული იყო მაღალი საპროცენტო განაკვეთების დადგენით. ამას თან დაერთო შეშფოთება სხვა ბანკებთან მიმართებაში, რომლებიც მსგავსი პერსპექტივების წინაშე დგანან. აღნიშნულმა ვითარებამ კი გააჩინა შიში, რომ პოტენციურმა რეცესიამ შეიძლება წელს სერიოზულად შეამციროს ნავთობზე მოთხოვნა.

Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსი 1,1%-ით დაეცა და ბარელზე 79,87 დოლარი შეადგინა, ხოლო West Texas Intermediate-ის ნავთობის ფიუჩერსები დაეცა 1,1%-ით და ბარელზე 73,95 დოლარის ნიშნული მონიშნა 00:48 ET (04:48 GMT)-თვის. ორივე კონტრაქტი ორთვიანი მინიმუმამდე დაეცა.

ნედლი ნავთობის ბაზრებზე გაიზარდა ვოლატურობა, რადგან ბაზრებმა პოტენციური ეკონომიკური კრიზისი დააბალანსა იმ პერსპექტივის მოლოდინით, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა შეარბილებს თავის უხეშ რიტორიკას შემდგომი ზიანის თავიდან ასაცილებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე დოლარმა დათმო პოზიციები და ნავთობზე ფასის მოძრაობის მეტი საშუალებები გაჩნდა - მარტის შეხვედრის დროს ბაზრებმა დაიწყეს Fed-ის განაკვეთის ნაკლებად მკვეთრი ზრდის ფაქტორის გათვალისწინება.

მიუხედავად აღნიშნულისა, დოლარმა სამშაბათს აღადგინა ბოლო ზარალი.

ამჟამად, ყურადღება გამახვილებულია აშშ-ს სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მონაცემებზე თებერვლისთვის, რომელიც გამოვა მოგვიანებით. ნებისმიერი მითითება, რომ ინფლაცია თვეში სტაბილურად შენარჩუნდა, Fed-ს უფრო მეტ სტიმულს მისცემს განაკვეთების გაზრდისათვის, თუმცა გაურკვეველია, როგორ გააგრძელებს ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებას შემდგომი ეკონომიკური შენელების პირობებში.

Fed-ის ფიუჩერსების ფასები აჩვენებს, რომ ბაზრებმა მთლიანად უგულებელყვეს Fed-ის 50 საბაზისო პუნქტით ზრდის პერსპექტივა, რაც შეიძლება დაფიქსირებულიყო მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე.

ტრეიდერების მცირე ნაწილი მოელის, რომ Fed უარს არ იტყვის საპროცენტო განაკვეთებზე.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1