ორშაბათს ნავთობზე ფასები დასტაბილურდა მას შემდეგ, რაც სამი კვირის განმავლობაში იზრდებოდა, რადგან საუდის არაბეთიდან და OPEC+-ის სხვა
მწარმოებლების მხრიდან ნავთობის მიწოდების შემცირების მოლოდინმა ფასების გლობალური ზრდის შიში დააკომპესირა, რამაც შეიძლება შეასუსტოს საწვავზე მოთხოვნა.
გასულ კვირას ნავთობი 6%-ზე მეტად გაიზარდა რაც ფასის ნახტომისებრი ზრდა იყო. ეს გახლდათ მესამე ყოველკვირეული ზრდა ნავთობის ფასზე მას შემდეგ, რაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) და მათმა მოკავშირეებმა (OPEC+), სადაც რუსეთიცაა გაწევრიანებული, ბაზარი მაისში წარმოების შემცირების ახალი რაუნდის განცხადებით გააკვირვეს.
GMT 08:16-ისთვის Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 3 ცენტით დაეცა და ბარელზე 85,09 დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ის West Texas Intermediate-ის ფასი 8 ცენტით გაიზარდა და ბარელზე 80,78 დოლარს მიაღწია.
მიწოდების დეფიციტს დაემატა ერაყის ჩრდილოეთ ექსპორტის შეწყვეტა. გასულ კვირას ერაყის ფედერალურმა მთავრობამ და ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ ხელი მოაწერეს დროებით შეთანხმებას ნაკადების განახლების შესახებ, მაგრამ ხუთშაბათის მდგომარეობით ისინი არ განახლებულა.
ნავთობის ფასებზე ასევე იმოქმედა გასულ კვირას აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგების მოსალოდნელზე მეტმა მკვეთრმა ვარდნამ.
მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე, ოთხშაბათს გამოქვეყნებული აშშ-ს ინფლაციის ანგარიში შეიძლება დაეხმაროს ინვესტორებს შეაფასონ საპროცენტო განაკვეთების მოკლევადიანი ტრაექტორიის მრუდი.
მიუხედავად იმისა, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შესაძლოა შეანელოს განაკვეთების ზრდა ბოლო საბანკო კრიზისის გამო, სესხის აღების ხარჯები მაინც შეიძლება გაიზარდოს, თუ ინფლაცია მაღალი დარჩება.