პაკისტანმა რუსული ნავთობის ფასდაკლებით შესაძენად პირველი შეკვეთა განახორციელა. ქვეყნის ნავთობის მინისტრის განცხადებით ეს

შეკვეთა იმ ახალი გარიგების ნაწილია, რომელიც დადებულია ისლამაბადსა და მოსკოვს შორის.

პაკისტანის მიერ რუსული ნავთობის ყიდვა რუსეთს უხსნის ახალ ბაზარს, სადაც ის თავისი ნავთობის რეალიზებას შეძლებს. ამას ემატება მოსკოვის მზარდი გაყიდვები ინდოეთსა და ჩინეთში. რუსეთს თავისი ნავთობი გადააქვს დასავლეთის ბაზრებიდან, რადგან დასავლეთში რუსულ ნავთობზე ემბარგოა გამოცხადებული უკრაინის კონფლიქტის შემდეგ.

ფასდაკლებული ნავთობი ღარიბ პაკისტანს აძლევს ასე მნიშვნელოვან ამოსუნთქვის საშუალებას საგადასახდელო ბალანსის კრიზისისა და კრიტიკულად დაბალი სავალუტო რეზერვების ფონზე. ენერგიის იმპორტი შეადგენს ქვეყნის საგარეო გადახდების ძირითად ნაწილს.

როგორც მინისტრმა მუსადიქ მალიკმა როიტერს ოთხშაბათს განუცხადა, შეთანხმების თანახმად, პაკისტანი შეიძენს მხოლოდ ნედლ ნავთობს და არა რაფინირებულ საწვავს, იმპორტი კი, სავარაუდოდ, მიაღწევს დღეში 100,000 ბარელს, თუ პირველი გარიგება შეუფერხებლად წარიმართება.

ანალიტიკურ ფირმა Kpler-ის ცნობით, 2022 წელს პაკისტანმა დღეში 154,000 ბარელი ნავთობის იმპორტი მოახდინა, რაც წინა წელთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. ნავთობის დიდ ნაწილს მსოფლიოს წამყვანი ექსპორტიორი საუდის არაბეთი აწვდიდა პაკისტანს. შემდგომ ადგილზე კი არაბთა გაერთიანებული საამიროები გახლდათ.

თუ რუსეთის ნავთობის მარაგი დღეში 100,000 ბარელს მიაღწევს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოტენციურად დიდი ვარდნა ექნება მიწოდების თვალსაზრისით პაკისტანის ახლო აღმოსავლეთის იმპორტიორებს.

მალიკმა უარი თქვა იმის კომენტირებაზე, გამოიყენება თუ არა ჩინური იუანი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების დირჰამი ტრანზაქციის ვალუტად, რადგან პაკისტანში დოლარის დეფიციტია. მან ასევე კომენტარი არ გააკეთა იმპორტის ტემპზე.

”მე არაფერს გავამხელ გარიგების კომერციულ მხარეზე,” - განაცხადა მინისტრმა.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი იანვარში ისლამაბადში ჩასულ რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკება დასრულდა შეთანხმებით, რასთან დაკავშირებითაც მან განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტი პაკისტანში მარტის შემდეგ შეიძლება დაიწყოსო.

მალიკმა მოსკოვს გასული წლის ბოლოს გადასცა შეთავაზება გარიგებაზე მოლაპარაკების შესახებ.

დასავლეთის ქვეყნებმა დააწესეს ბარელზე 60 დოლარის ფასი ყველასთვის, ვინც ყიდულობს რუსულ ნავთობს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, მაგრამ ტრეიდერებისა და Reuters-ის გათვლებით, ინდოეთი და ჩინეთი უფრო მეტ ფასს იხდიან.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1