ორშაბათს ტრეიდერებმა გამოთქვეს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი არ არის კანადურ კორპორაციას TC Energy (NYSE: TRP ) რა დროს დასჭირდება იმისათვის, რომ ლიკვიდირებულ იქნას ავარია, რის შედეგადაც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ნედლი ნავთობის ყველაზე დიდი რაოდენობა - 14 000 ბარელი ნავთობი იქნა დაკარგული. სწორედ ამ ავარიის ლიკვიდირების შედეგად შესაძლებელი გახდება Keystone-ის ნავთობსადენის კვლავ დატვირთვა. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ TC Energy და ქვეყნის ოფიციალური პირები ორშაბათს შეხვდნენ ერთმანეთს და მოკლედ განიხილეს თუ რა ძალისხმევა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ნავთობის დაღვრა შეჩერდეს და გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს. შეხვედრა გაგრძელდა 13 წუთი.

უნდა აღინიშნოს, რომ TC Energy-მ არ დაუკონკრეტებია, თუ რა პერიოდი დასჭირდება დასუფთავებას. კომპანიამ განაცხადა, რომ აძლიერებს ძალისხმევას Mill Creek-დან სატვირთო მანქანებზე ნავთობის გადატუმბვის მიზნით. როგორც იტყობინებიან, ნავთობი დაიღვარა შტატ კანზასში, ვაშინგტონის ჩრდილოეთით მდებარე საძოვრებში. აღნიშნულ ტერიტორიაზე არიან ფერმერები, რომლებსაც მოჰყავთ მარცვლეული, სიმინდი და აქ აძოვებენ საქონელს.

აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმენტის თანახმად, დაზიანებული ხაზის სეგმენტი ვერ განაახლებს მომსახურებას მანამ, სანამ კვლავ დატვირთვის გეგმა სრულად არ დამტკიცდება მარეგულირებლების მიერ. ანალიტიკოსების ანცხადებით, თუ კანადიდან ნედლი ნავთობის მიწოდება 10 დღეზე მეტ ხანს იქნება შეჩერებული, ამან შესაძლოა კუშინგში (ოკლაჰომა) საცავის მოცულობა ოპერაციულ მინიმუმამდე, 20 მილიონ ბარელამდე, დაიყვანოს. აღნიშნულმა ინციდენტმა გამოიწვია West Texas Intermediate (WTI) ფიუჩერსზე ფასის 3%-იანი ზრდა.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1