ოთხშაბათს აზიურ გარიგებებში ოქროს ფასი დაეცა, რაც განპირობებული იყო აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების ერთ ღამეში მკვეთრი მატებით. გარდა ამისა, ოქროზე ფასის

ვარდნაზე იმოქმედა მარეგულირებლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რამაც კიდე უფრო შეამცირეს აშშ-ის ფართო საბანკო კრიზისთან დაკავშირებული შიშები.

მიუხედავად ამისა, ყვითელ ლითონზე მოთხოვნა შედარებით ძლიერი დარჩა, რადგან ინვესტორებმა ბოლო კვირების განმავლობაში თავიანთი გრძელი პოზიციები სულ უფრო გაზარდეს იმის შიშით, რომ რამდენიმე ამერიკული ბანკის ბოლოდროინდელმა დაშლას შეიძლება ძლიერ დიდი კვალი დაეტოვებინა ეკონომიკაზე.

სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფედერალური სარეზერვო ბანკის ზედამხედველმა მაიკლ ბარმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ს საბანკო სისტემა მდგრადია და რომ Silicon Valley Bank-ის ბოლო კოლაფსი გამოწვეული იყო „არასწორი მენეჯმენტის გამო.“

ოქრო ფასი 0,2%-ით დაეცა და უნციაზე 1969,01 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ოქროს ფიუჩერსები, რომლის ექსპირაცია ივნისშია, დაეცა 0,2%-ით და უნციაზე 1987,00 აშშ დოლარი შეადგინა საღამოს 10:02 საათისთვის ET (02:02 GMT). ორივე ინსტრუმენტმა სამშაბათს 2000 დოლარის დონე გაარღვია.

ბარის კომენტარებმა გააჩინა გარკვეული იმედები იმასთან დაკავშირებით, რომ Fed-ს შესაძლოა ჯერ კიდევ ჰქონდეს საკმარისი ეკონომიკური ბერკეტები საპროცენტო განაკვეთების ზრდის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საბანკო სექტორი დასტაბილურდება.

მაგრამ სახაზინო შემოსავალი ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია იმ მაჩვენებელზე, რომელიც დაფიქსირდა ამ წლის დასაწყისში, Fed-მა ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთები ახლოსაა მაღალ დონესთან, რის შემდეგაც ბანკი შეაჩერებს განაკვეთების ზრდის ციკლს.

ოქროს ფასებმა სწორედ ამ ვითარებით ისარგებლა ამ თვის დასაწყისში.

ოთხშაბათს სხვა ძვირფას ლითონებზეც დაეცა ფასები - პლატინისა და ვერცხლის ფიუჩერსებმა შესაბამისად 0.3% და 0.2% დაბლა სვლა განიცადეს.

სამრეწველო ლითონებს შორის, სპილენძის ფასები გარკვეულ ფასთა დიაპაზონში მერყეობდა, რადგან ბაზრებზე აქტივობა შემცირდა ამ კვირაში მთავარი იმპორტიორიდან - ჩინეთიდან მოსალოდნელი ახალი ეკონომიკური სიგნალების წინ.

სპილენძის ფიუჩერსები დაეცა 0,1%-ით ფუნტზე 4,0743 დოლარამდე. მისი ფასთა დიაპაზონი ამ კვირაში ორივე მიმართულებით 0,1%-ით ნაკლებ ცვლილებას გულისხმობდა.

ჩინეთის ბიზნეს მონაცემები გამოდის პარასკევს და მოსალოდნელია, რომ მარტში ცოტა მონაცემები ზრდას შეანელებს, რადგან პოსტკოვიდური მდგომარეობის ეფექტი უფრო მცირე იქნება.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1