ხუთშაბათს აქციების ვარდნა დაფიქსირდა, რადგან აშშ დოლარი გაიზარდა და სახაზინო
ობლიგაციების შემოსავალი შემცირდა მას შემდეგ, რაც ამა წელს თავიანთი საბოლოო გადაწყვეტილებებით მსხვილმა ცენტრალურმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდეს .
ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა განაცხადა, რომ ის ელოდა განაკვეთის უფრო ხანგრძლივ ზრდას, ნოემბერში აშშ-ში საცალო გაყიდვები მოსალოდნელზე მეტად დაეცა, რადგან შრომის ბირჟა კვლავ დაძაბულ მდგომარეობაში დარჩა.
„ყველა სარისკო აქტივის ყიდვისკენ სწრაფვა საკმაოდ სწრაფად ჩაცხრა, რადგან ინფლაცია/დეზინფლაციასთან დაკავშირებული მოკლევადიანი შიშები დროებით განელდა და ბაზარმა მომავლისაკენ მიმართა ხედვა შემდეგი კატალიზატორის ძიებაში“, - განაცხადა პორტფელის მენეჯერმა და Thornburg Investment-ის მმართველმა დირექტორმა კრისტიან ჰოფმანმა.
დაფიქსირდა შემდეგი აქციების ვარდნა: Dow Jones Industrial Average - 2.25%-ით, S&P 500 დაახლოებით - 2.5%-ით და Nasdaq Composite - 3.2%-ით.
ევროპაში, ინგლისის ბანკმა (BoE) გაზარდა განაკვეთები ზედიზედ მეცხრედ და 2022 წლის განმავლობაში - მერვედ. ბანკების განაცხადით, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ პიკს მიაღწია, მაინც არსებობს რწმენა იმისა, რომ შემდგომი ზრდა აუცილებელი იქნება.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც (ECB) გაზარდა განაკვეთები ნახევარი პროცენტული პუნქტით. ეს არის ზედიზედ მეოთხე ზრდა და ის ასახავს მარტის შემდგომი პერიოდის გეგმებს, შეამციროს მისი გაზრდილი გაბერილი ბალანსი.
ფუნტი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა კენჭისყრისას 6 3-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ნახევარი პუნქტით - 3,50%-მდე ზრდას, ეს მოვლენა ხაზს უსვამს პოლიტიკოსებს შორის განხეთქილებას ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელფასების ზრდისა და ეკონომიკის შენელების საქმეში.
”კომიტეტში განხეთქილება თვალში საცემია”, - განაცხადა ფილიპ შოუმ, Investec-ის მთავარმა ეკონომისტმა. „მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურია პოლიტიკოსების უთანხმოება საპროცენტო განაკვეთის ციკლის ბოლოს, განხეთქილება ართულებს იმის პროგნოზირებას, თუ რამდენად გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები“.
დოლარი, რომელმაც მეოთხე კვარტალში თითქმის 7%-ით დაკარგა ღირებულება, თითქმის 1%-ით გაიზარდა Fed-ის შეხედულებისა და ინვესტორების რისკებზე უარის თქმის გამო.
ევრო დაეცა 0,56%-ით 1,0623 დოლარამდე და კვლავ მიუახლოვდა ოთხშაბათის ექვსთვიან მაქსიმუმს - 1,0695 დოლარს.
ევროპული აქციები დაეცა, ხოლო ობლიგაციების შემოსავალი გაიზარდა. STOXX 2.85%-ით დაეცა, რისი მიზეზიც საკმაოდ გავლენიანი კომპანიების აქციები ყველა სექტორში დაეცა.
MSCI All-World Index ზედიზედ მეორე დღეა 2,5%-ით ეცემა. ამ კვარტალში მსოფლიოს აქციები კვლავ 10%-ზე მეტია, იმის იმედით, რომ აშშ-ში ინფლაცია მცირდება და Fed მალე გამოაცხადებს, რომ აღარ სჭირდება განაკვეთების სწრაფად აწევა.
ოთხშაბათს, Fed-მა გაზარდა თავისი საბაზისო განაკვეთი ნახევარი პროცენტით ბოლოს 75 საბაზისო პუნქტით ზრდასთან მიმართებაში. ამავდროულად Fed იუწყება, რომ საბოლოო განაკვეთი 5%-ზე მეტი იქნება და ის 2007 წლის შემდეგ ერ არნახულ დონეს მიუახლოვდება.
ფედერალური ბანკის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი მომავალ წელს გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს მაშინაც კი, როდესაც ეკონომიკა რეცესიაში ჩავარდება და ამტკიცებს, რომ თუ Fed უფრო მკაცრ კონტროლს არ გაატარებს ინფლაციაზე, მაშინ მას უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.
აშშ-ს სახაზინო შემოსავალი, რომელიც ფასების მაჩვენებლის უკუპროპორციონალურად იცვლება, ხუთშაბათს, სუსტი ეკონომიკური მონაცემების ფონზე დაეცა და ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ობლიგაციების შემოსავლიანობამ ნახტომისებრი ზრდა დააფიქსირა. სახაზინო 10-წლიანი საპროცენტო განაკვეთი დაეცა 4.9 საბაზისო პუნქტით 3.454%-მდე, ხოლო 30-წლიანი საპროცენტო განაკვეთი დაეცა 3.4 საბაზისო პუნქტით 3.505%-მდე.
”ჩვენი გზავნილი ინვესტორებისთვის არის სიფრთხილე,” - თქვა ჯეიმს დემერტმა, ნიუ-იორკში, Main Street Research-ში მთავარმა საინვესტიციო ოფიცერიმა. „Fed ცდილობს მოაწყოს რბილი ეკონომიკური დაშვება, რომელიც, ჩვენი აზრით, დიდი ალბათობით ჩავარდება და რეცესიას გამოიწვევს 2023 წელს“.