სამშაბათს დოლარი ევროსთან მიმართებაში დაეცა.

ამისი მიზეზი გახლდათ მონაცემები, რის თანახმადაც ევროზონაში მოულოდნელად გაიზარდა საქმიანი აქტივობის მაჩვენებელი. ამასთან, იგივე მაჩვენებელი ა. შ. შ-ში უკვე ზედიზედ მეშვიდე თვეა, რაც ეცემა.

Fed ფონდების ფიუჩერსების მაჩვენებლების თანახმად, მოსალოდნელია კიდევ ორჯერ საპროცენტო განაკვეთის ზრდა, რაც ივნისისათვის 5%-იან მაჩვენებელთან უნდა მივიდეს. ფედერალური სარეზერვო ბანკი კი მიუთითებს, რომ მას ჯერ კიდევ გეგმაში აქვს საპროცენტო განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით გაზარდოს.

ამასობაში კი, დოლარი, რომელიც ევროს მიმართ მოკლე დროში გაიზარდა, აშშ-ის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, დაბალ ნიშნულზე ივაჭრებოდა მთელი დღის განმავლობაში და 9 თვიანი მინიმუმის ქვემო მაჩვენებლამდე დავარდა.

ევრო გაიზარდა 0,09%-ით 1,0881 დოლარამდე და თითქმის 9 თვიანი მაქსიმუმის დონეს მიაღწია.

გამოკითხვებმა უჩვენეს, რომ ბიზნეს აქტივობა ევროზონაში მოულოდნელად დაუბრუნდა ზომიერ ზრდას იანვარში, ხოლო გერმანიაში სერვისების სექტორში აქტივობა ივნისის შემდეგ პირველად გაიზარდა, თუმცა ფასების გავლენა მაინც ხისტი დარჩა.

უფრო ძლიერმა ეკონომიკამ შესაძლოა ევროპის ცენტრალურ ბანკს საშუალება მისცეს ინფლაციასთან საბრძოლველად , უფრო აგრესიულად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები.

ფუნტი სტერლინგი ერთ-ერთი იმათგანი გახლდათ, რომელიც დოლართან მიმართებაში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის 0,34%-ით, 1,2334 დოლარამდე დაეცა მას შემდეგ, რაც გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანეთის კერძო სექტორის ეკონომიკური აქტივობა იანვარში ყველაზე სწრაფი ტემპით დაქვეითდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1