ხუთშაბათს, დოლარმა დააფიქსირა თავისი ყველაზე დიდი ვარდნა 2,5 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც აშშ-ის

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ განაცხადა, რომ დროა გამოაცხადოს საპროცენტო განაკვეთის ზრდა, რომელიც ინვესტორების აზრით, მეტ-ნაკლებად დასრულებული იყო.

ინგლისის ბანკის, შვეიცარიის ეროვნული ბანკისა და ნორვეგიის ბანკის პოლიტიკის განცხადებები ევროპის ყურადღების ცენტრშია.

ფედერალურმა ბანკმა გაზარდა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, როგორც მოსალოდნელი იყო, მაგრამ უარი თქვა "გაგრძელებული ზრდის" აუცილებლობაზე "გარკვეული დამატებითი" ზრდის სასარგებლოდ, რადგან ის დააკვირდება, თუ როგორ იმოქმედებს ბანკის ნდობის მერყეობა ეკონომიკაზე.

ფიუჩერსების ბაზარზე არსებული ვითარება გულისხმობს იმას, რომ არსებობს დაახლოებით 40%-იანი შანსი იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთები კიდევ ერთი მეოთხედი პუნქტით გაიზრდება, განსხვავებით ევროპისგან, სადაც ბაზრები ხედავენ მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას 50 საბაზისო პუნქტით ზრდის თვალსაზრისით.

ბაზარზე დაფიქსირებულმა გეპმა ევრო შვიდ კვირიან მაქსიმუმზე 1.0930 დოლარამდე მიიყვანა, რომელიც ზედიზედ ექვსი სესიის განმავლობაში იზრდებოდა.

ფუნტი სტერლინგი ასევე შვიდკვირიანი მაქსიმუმის მახლობლად მოძრაობდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენეს გაერთიანებული სამეფოს ინფლაციის მოულოდნელი ზრდა. არსებულმა ვითარებამ ძლიერი გავლენა მოახდინა ინგლისის ბანკზე და უბიძგა საპროცენტო განაკვეთები გაეზარდა.

ბაზრებმა ინგლისის ბანკის საპროცენტო განაკვეთის 25 bp ზრდა მომენტალურად ასახა.

ტრეიდერები მოელიან 50 bp-იან ზრდას შვეიცარიის ეროვნული ბანკის მხრიდან, რამაც ფრანკის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი Credit Suisse-ში პრობლემებით გამოწვეული კურსის დაცემის შემდეგ. ამგვარი ვითარება კი ტრეიდერთა შორის საკმაოდ დიდ შეშფოთებას იწვევს.

მოსალოდნელია, რომ ნორვეგიის ცენტრალური ბანკი გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს 25 საბაზისო პუნქტით 3%-იანი ინფლაციის შესაჩერებლად და დასუსტებული ვალუტის მხარდასაჭერად, რომელიც ბოლოს 2020 წლის მაისის შემდეგ ევროსთან მიმართებაში ყველაზე დაბალ დონესთან არის მისული.

დოლარის ინდექსი ბოლოს დაეცა 0.3%-ით.

დოლარის ინდექსის ამგვარი ცვლილება სრულიად საფუძვლიანია, რადგან აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა ოთხშაბათს შეაშფოთა ბაზარი, როდესაც კონგრესზე განაცხადა, რომ საბანკო დეპოზიტების ყოვლისმომცველი დაზღვევა არ განუხილავს.

 

აზიაში კი ვითარება სრულიად საპირისპიროა.

ავსტრალიური და ახალი ზელანდიური დოლარი, შესაბამისად, 0.8%-ით და 1%-ით გაიზარდა. დოლარი/იენას წყვილი, დაეცა ექვსკვირიან მინიმუმამდე 0.5%-ით და 130.41ნიშნულს მიუახლოვდა (რაც იენას სიძლიერეზე მიუთითებს დოლართან მიმართებაში). აშშ-ს სახაზინო ორწლიანი ობლიგაციების შემოსავალი 4 საბაზისო პუნქტით დაეცა, რაც ოთხშაბათს დაახლოებით 20 საბაზისო პუნქტით ვარდნის გაგრძელება გახლდათ.

ამჟამად, საბანკო ფრონტზე ყურადღება გამახვილებულია აშშ-ს რეგიონულ კრედიტორებზე, სადაც ძლიერ არიან შეშფოთებულები თანხის გატანის მზარდი სურვილის გამო.

Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ დეპოზიტების ნაკადები გასულ კვირას დასტაბილურდა, მცირე კრედიტორებმა განაცხადეს, რომ მათ გარკვეულ წილად თავი კომფორტულად იგრძნეს Yellen-ის შენიშვნების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება დეპოზიტების დაზღვევას რისკების ზრდის შემთხვევაში.

 

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1