ცოტა ხნის წინ გავრცელდა ძლიერ სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვინც ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე (CME) მიკროკონტრაქტებით ვაჭრობს. 2021 წლის 11

 

ივლისიდან ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟა (CME) უშვებს ახალ მიკრო ფიუჩერს ამერიკულ ნედლ ნავთობზე (WTI), რომლის 1 ტიკის ღირებულება სტანდარტული $10-გან განსხვავებით იქნება $1. როგორც მოგეხსენებათ, ნედლი ნავთობის სტანდარტული კონტრაქტი ივაჭრება ტიკერით CL. ამასთან, ენერგომატარებლები, და, მათ შორის ნედლი ნავთობიც, ივაჭრება ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის NYMEX-ის სექციაში. შესაბამისად,

ვისაც გსურთ ამ ფიუჩერსით ვაჭრობა, უნდა გადაიხადოთ NYMEX-ის ყოველთვიური მოსაკრებელი. მოცემული ნედლი ნავთობის მიკრო ფიუჩერსის ტიკერი იქნება MCL. სწორედ ამ ტიკერით შეგეძლებათ მოიძიოთ ის თქვენს სავაჭრო ტერმინალებში. აღნიშნული მიკროფიუჩერსის ექსპირაცია მოხდება 1 დღით ადრე, ვიდრე სტანდარტული ნედლი ნავთობის ფიუჩერსულ კონტრაქტის. აღნიშნული მიკროფიუჩერსის შესახებ უფრო დეტალურად ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის საიტზე.

კოტირებები

ყველაზე წაკითხვადი

  • კვირა

  • ყველა

  • თვე

Sidebar 1